- საკონტაქტო
- თბილისი, საქართველო
- Tel: +995 557 119 119;
- contact@isc.org.ge;
- isc.changes@gmail.com
- მოგვძებნე სოციალურ ქსელში
სტრატეგიული მიმართულება 1. ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა
სტრატეგიული მიმართულება 2. ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა
სტრატეგიული მიმართულება 3. ახალგაზრდების გაძლიერება და აქტივიზმი
ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ჩვენს საქმიანობაში ვიყენებთ შემდეგ მიდგომებს:
არაფორმალური განათლება: ჩვენ ვიყენებთ არაფორმალური განათლების აქტივობებსა (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრები და სხვ.) და კონსულტირებას ჩვენს სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენ ვაძლიერებთ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ქალებს ცოდნითა და უნარებით. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა დაცვის სფეროს პროფესიონალებსა და გადაწყვეტილების მიმღებებთან.
კვლევა და ანალიზი: ჩვენ ვახორციელებთ თვისებრივი სახის კვლევებს, ვსწავლობთ სოციალურ პრობლემებსა და სამიზნე ჯგუფების საჭიროებებს ჩვენი ქვეყნის კონტექსტში. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმერი ადვოკატირების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კვლევა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრატიკა.
სოციალური მუშაობა: ჩვენ ვიყენებთ შემთხვევის მართვის მიდგომასა და სოციალური მუშაკის მრავალფეროვან როლებს, რათა ვუზრუნველყოთ მხარდაჭერა მოწყვლადი ინდივიდების, ჯგუფებისა და თემებისათვის. ამასთან, ჩვენ ვახორციელებთ მეზო და მაკრო პრაქტიკის სოციალურ მუშაობას.
სოციალური ადვოკატირება: ჩვენ ვაკავშირებთ სოციალური სფეროს პროფესიონალებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს ერთმანეთთან, რათა ხელი შევუწყოთ მრავალსექტორულ დიალოგს სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. ამასთან, ჩვენ ვაძლეირებთ სამიზნე ჯგუფებსა და თემებს თვითადვოკატირებისთვის.