- საკონტაქტო
- თბილისი, საქართველო
- Tel: +995 557 119 119;
- contact@isc.org.ge;
- isc.changes@gmail.com
- მოგვძებნე სოციალურ ქსელში
„ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) არის არასამთავრობო, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2013 წლის 20 მარტს. ორგანიზაციის დამფუძნებლებს ახალგაზრდა ქალები წარმოადგენენ, რომლებსაც სოციალურ მუშაობასა და განათლების მეცნიერებებში აკადემიური ხარისხი და სოციალურ-გენდერულ საკითხებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ. ორგანიზაცია შეიქმნა ისეთი ინიციატივების განვითარებისთვის, რომლებიც პოზიტიური სოციალური ცვლილებების მომტანი იქნებიან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის.
„ინიციატივა სოციალური
ცვლილებებისთვის“ (ISC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს
გაძლიერებისკენ მიმართული მომსახურების განვითარებისა და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების
ხელშეწყობა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ინტერესთა დაცვისა და კეთილდღეობისათვის.
ორგანიზაცია, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანს
აქვს საკუთარი პოტენციალის რეალიზების სრული შესაძლებლობა.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სოციალური სამართლიანობის, გენდერული თანასწორობისა და თანამონაწილეობის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ინდივიდი უნიკალურია და ადამიანთა მრავალფეროვნება წარმოადგენს საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან რესურსს.
ნინო
ქობალია
ნინო არის ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე. ნინო არის ტრენერ-კონსულტანტი, ფლობს
განათლების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან. ამავდროულად, იგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიცირებული პროგრამის კურსდამთავრებული,
ფსიქოლოგიის მიმართულებით. ნინოს აქვს სასწავლო/სატრენინგო და კვლევითი
მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. როგორც ტრენერ-კონსულტანტი,
წლების მანძილზე მუშაობს ზრდასრულთა განათლებისა და სოციალური უნარების
საკითხებზე..
თამარ
ივანიაძე
თამარი არის ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ გამგეობის წევრი. მას აქვს სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამასთან, იგი არის კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების პროგრამის (HRAP) 2020-21 კურსდამთავრებული. 2008 წლიდან დღემდე, თამარი თანამშრომლობდა/თანამშრომლობს ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტის მენეჯერის, ტრენერ/კონსულტანტის, პროფესიული ზედამხედველისა და პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის პოზიციებზე. თამარ აქვს 14 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საკონსულტაციო, ტრენინგისა და კვლევის მომსახურებების მიწოდებაში.
ნინო
დემეტრაშვილი
ნინო არის ორგანიზაციის „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის“ გამგეობის წევრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2012 წელს მოიპოვა სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში. ნინოს აქვს 14 წლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე საჯარო უწყებებში მკვლევარის/კვლევის კონსულტანტის, პროექტის მენეჯერის, ტრენერისა და სოციალური მუშაკის პოზიციებზე. 2016 წლიდან არის საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი, რომლის ფარგლებშიც ჩართულია დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მონიტორინგში.
ნინო დანელია
ნინო არის ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური
ცვლილებებისთვის“ გამგეობის წევრი. ნინოს აქვს მაგისტრის ხარისხი და
ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად აგრძელებს მაგისტრატურას განათლებაში (სწავლება, ტექნოლოგია და
საზოგადოება) ბრისტოლის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი. ნინო არის აშშ-ს
პროფესიონალი სტიპენდიების პროგრამის გამარჯვებული (2014 წლის კოჰორტა).
რომლის მეშვეობითაც მან გაიარა სტაჟირება ბავშვებზე ძალადობის თემებზე
ჩიკაგოს ბავშვთა ადვოკატირების ცენტრში (აშშ). ნინოს აქვს 14 წლიანი
სამუშაო გამოცდილება ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის, ოჯახის მხარდამჭერი
სერვისების განვითარების, ბავშვთა და მოზრდილთა დაცვის, სასკოლო
განათლებისა და საზოგადოების გაძლიერების და არაფორმალური განათლების
სფეროებში. ნინო სხვადასხვა წლებში დასაქმებული იყო საჯარო და
არასამთავრობო სექტორში, როგორც სოციალური მუშაკი, ტრენერ-კონსულტანტი,
მკვლევარი, ორგანიზაციული და სათემო მობილიზატორი, ბავშვთა დაცვის
კოორდინატორი და პროფესიული სუპერვაიზერი.
დავით ტუღუში
სოფო სანიკიძე
სოფო არის ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ კონსულტანტი სოციალური სამუშაოს მიმართულებით. მას აქვს სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამასთან იგი არის ერასმუს მუნდუსის გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის „Advanced Development in Social Work“ 2020-22 წლის კურსდამთავრებული. სოფოს აქვს 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც საჯარო უწყებაში/მართლმსაჯულების სფეროში, ისე არასამთავრობო სექტორში, კონსულტანტის, მკვლევარის, ტრენერის, პროფესიული ზედამხედველისა და სოციალური მუშაკის პოზიციებზე.
ანა ეგუტიძე
ანა არის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. იგი არის მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამის (FLEX) 2020 წლის მონაწილე. ანას ინტერესია გლობალური მშვიდობის მშენებლობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საკითხები. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას, როგორც ახალგაზრდულ მუშაკს და პროექტის კოორდინატორს, აქვს მუშაობის გამოცდილება სხვადახვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით შემდეგ საკითხებზე: სოციალური-სასიცოცხლო უარების განვითარება, ლიდერობა და აქტიური მოქალქეობა, დასაქმება და მეწარმეობა.
სალომე ცარციძე