ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის




„ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს გაძლიერებისკენ მიმართული მომსახურების განვითარებისა და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ინტერესთა დაცვისა და კეთილდღეობისათვის. ორგანიზაცია, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პოტენციალის რეალიზების სრული შესაძლებლობა. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სოციალური სამართლიანობის, გენდერული თანასწორობისა და თანამონაწილეობის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ინდივიდი უნიკალურია და ადამიანთა მრავალფეროვნება წარმოადგენს საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან რესურსს.

Youth participation
ახალგაზრდების მონაწილეობა
baby welfare
ბავშვთა კეთილდღეობა
Gender equality
გენდერული თანასწორობა

სიახლეები
ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ციკლი „გენდერული თანასწორობა სკოლებში“
12-Oct, 2018

12 ოქტომბერს, ISC-მ დაიწყო ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრების ციკლი თემაზე „გენდერული თანასწორობა სკოლაში“. შეხვედრები ტარდება ოთხ სამიზნე ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ზუგიდი და ლაგოდეხი) 6 პარტნიორ სკოლაში. ტრენინგები პარალურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პედაგოგებსა და მშობლებთან.

ტრენინგი და სამუშაო შეხვედრები ხორციელდება პროექტის „სოციალური მუშაკები გენდერული თანასწორობისთვის სკოლებში“ ეგიდით, კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდის (СFLI) მხარდაჭერით.
<0>


მეტის ნახვა

^