რაოდენობა: 
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზაციის „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) ინსტიტუციურ გაძლიერებას, მათ შორის პროგრამული მიმართულების გაძლიერების გზით. ამ მიზნით, პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: 1). ახალგაზრდების თანასწორთა განათლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე და 2). ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები
update
2023-12-01
2022-11-26
0
ტექნიკური დავალების მიზანია გამოავლინოს ძირითადი გამოწვევები მუნციპალურ დონეზე სოციალური მუშაობის განხორციელებისთვის და ხელი შეუწყოს სოციალური მუშაობისა და სოციალური მომსახურების კონცეფტუალიზაციას.
update
2023-11-30
0
შეფასების მიზანია უზრუნველყოს პროექტის შედეგების შეფასება მისი შესაბამისობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის ჭრილში, შეფასების როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მიდგომების გამოყენების გზით. პროექტის შეფასება ხორციელდება მის ძირითად ინდიკატორებთან მიმართებით.
update
2023-11-30
0
შეფასების მიზანია რომ შეისწავლოს იმერეთის განვითარების პროგრამის ეფექტიანობა და მისი გავლენა ბავშვების, ოჯახებისა და სამიზნე თემების ცხოვრებაზე. შეფასება ხორციელდება პროგრამის მთელს ციკლთან მიმართებით, შემდეგი მეთოდების გამოყენებით: სამაგიდე ანალიზი, რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება, სამიზნე ჯგუფების გამოკითხვების, ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების საშუალებით.
check_circle
2023-11-20
2023-06-30
0
კვლევის მიზანია გამოკვეთოს სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში მიღებული ბავშვთა ფულადი დახმარების განკარგვის მიზნობრიობა, მათ შორის საჭიროებები და / ნივთები, რომელზეც ნაწილდება ეს რესურსი და ამ ხარჯის გაწევის სხვა თავისებურებები / ძირითადი მახასიათებლები პროგრამის მონაწილე ბავშვიან ოჯახებში.
check_circle
2023-11-20
2023-11-20
0
პროექტის მიზანია სასკოლო გარემოს გაჯანსაღება უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისა და ინტერგაციისათვის. შესაბამისად, დაგეგმილია: მასწავლებელთათვის საინფორმაციო გზამკვლევის შემუშავება თავშესაფრის მაძიებელი და ან ლტოლვილი ბავშვების სპეციფიკისა და საჭიროებების შესახებ; სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათი გაძლიერება/ ცნობიერების ამაღლება; სასკოლო აქტივობების დეტალური აღწერილობის მომზადება და ერთობლივი საჩვენებელი ღონისძიებების ორგანიზება.
check_circle
2023-11-20
2023-06-30
0
რუსეთ უკრაინის ომის შედეგად, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების საჭიროებების შეფასება მიზნად ისახავდა განახლებული ინფორმაციის შეგროვებას მათ საჭიროებებზე, არსებული სიტუაციის ანალიზს და ზამთართან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. კვლევის მეორე ფაზის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 300 რესპონდენტი, განხორციელდა 3 ფოკუს ჯგუფი და მომზადდა შედეგების ანალიზი.
check_circle
2023-11-20
2023-06-30
0
საბაზისო შეფასება მიზნად ისახავს არსებული სიტუაციის შეფასებას პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. პროექტი „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ხორციელდება ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მიერ, ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის განვითარების ცენტრი“ თანამშრომლობით.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია არსებული სოციალური პროგრამის მოდიფიცირება / განახლება ან/და ახალი სოციალური პროგრამის კონცეფციის განვითარება ქუთაისის მუნციპალიტეტის მერიისთვის, მონაწილეობითი მიდგომების გამოყენებით.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ბავშვთა შრომის საკითხებზე სატრენინგო სახელმძღვანელოს, ტრენინგის მოდულის მომზადება და ტრენერთა ტრენინგის (ToT) განხორციელება სპეციალისტებისათვის.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
პროექტის მიზანია, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში სოციალური საჭიროებების კვლევა და მუნიციპალური პროგრამების მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობის ანალიზი, თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
საკონსულტაციო მომსახურებას მიზანია მუნიციპალური სოციალური პროგრამების შეფასების ინტრუმენტის განვითარება, სამაგიდე ანალიზის, საველე სამუშაოების განხორციელება მუნიციპალური სოციალური პროგრამების შეფასების მიზნით. ასევე დაგეგმილია მერიის თანამშრომელთა ტრენინგი პროგრამების თანამონაწილეობით შეფასებაში.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
პროექტის ზოგადი მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სათემო მგრძობელობის ამაღლების გზით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული სტეროტიპები და გენდერული ნიშნით ძალადობა. პროექტის სპეციფიკურ ამოცანებს წარმოადგენს: ა). თემის ლიდერების / ძირითადი აქტორების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკვანძო საკითხებზე; ბ). სამიზნე ჯგუფების გააქტირება სოციალური ქმედებისათვის, ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებების ხელშესაწყობად.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
კვლევის მიზანი იყო იდენტიფიცირება და ანალიზი უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის პენიტეციურ სისტემაში. კვლევა განხორციელდა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით და იგი ითვალისწინებდა პირისპირ ჩაღმავებულ ინტერვიუებს სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებთან, ექსპერტულ ინტერვუებსა და ფოკუს ჯგუფებს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებთან.
check_circle
2022-11-29
2021-12-31
0
საჭიროებათა კვლევის / შეფასების მიზანს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების შესახებ განახლებული ობიექტური ინფორმაციის შეგროვება, ამასთან, კვლევით გამოვლენილ საჭიროებებზე გამოპასუხების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. საჭიროებათა კვლევის დოკუმენტის საბოლოო მიზანია წარმოადგინოს ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები სპეციფიკურ პროგრამებსა და მომსახურებებზე, რომელიც მნიშვნელოვია, რომ განავითაროს ზუგდიდის ადგილობრივმა მთავრობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
check_circle
2022-11-26
0
სწრაფი საჭიროებათა შეფასების (RNA) მიზანი არის უკრაინელი ლტოლვილების პირველადი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოკვეთა. ამ მიზნით, სწრაფი შეფასება ხორციელდება კვლევის შერეული, როგორც რაოდენობრივი ასევე თვისებრივი, მეთოდების გამოყენებით. კვლევის სამიზნე ლოკაციებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე და ყაზბეგი (გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“).
check_circle
2022-11-26
0
პროექტი მთავარი მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ბავშვთა დეპრივაციის განსაზღვრას სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან განხორციელებული ფოკუს ჯგუფური დისკუსიებით, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოს ბავშვებისა და ახალგაზრდებთან საკონსულტაციო შეხვედრები „ბავშვთა მეგობრული ქალაქების“ სტრატეგიის / სამოქმედო გეგმის შემუშავებაში საქართველო სამ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.
check_circle
2022-11-26
0
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევას ადგილობრივ დონეზე პროფესიული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობებით. პროექტის სპეციფიკურ ამოცანებს წარმოადგენს: ა). გააძლიეროს ადგილობრივი თემის ლიდერების, როგორც ძირითადი აქტორებისა და ცვლილებების აგენტების, პროფესიული შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცოდნის მიწოდებით, ასევე ტრენინგისა და ფასილიტაციის უნარების გასაუმჯობესების გზით. ბ). აამაღლოს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბაღის აღმზრდელებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების ცნობიერება გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე, გენდერულ სტეროტიპებზე, საზიანო სოციალურ და გენდერულ ნორმებზე, და ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე
check_circle
2022-11-26
0
პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ბავშვთა კეთილდღეობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს  საგანგებო მდგომარეობაში მოქმედებისათვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებასა და  Covid-19-ის კონტექსტში წარმოქმნილ ახალ რეალობასთან ადაპტირებაში.
check_circle
2020-10-07
2020-12-31
0
პროექტის მიზანია მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშესაწყობად
check_circle
2020-10-07
2020-12-31
0
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შექმნის პროცესში, მათთან საკონსულტაციო შეხვედრებისა და ონლაინ გამოკითხვის გზით
check_circle
2020-10-07
2020-12-31
0
პროექტი მიზნად ისახავს INSPIRE პრინციპების, სტრატეგიისა და ჩარჩო დოკუმენტის პოპულარიზაციას, მულტისექტორული დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი მოიცავს: (1) INSPIRE სახელმძღვანელოს ძირითადი დოკუმენტის თარგმნა ქართულ ენაზე და გამოცემა; (2) INSPIRE-საქართველო სამუშაო ჯგუფის დაფუძნება/განვითარება, INSPIRE სტრატეგიის ქართულ კონტექსტში განხორციელების წახალისების მიზნით; (3) INSPIRE ფორუმის „7 სტრატეგია ბავშვთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“ ორგანიზება
check_circle
2019-11-23
2019-12-31
0
პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და სერვისებზე, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების  გზით. პროექტის ამოცანებია: შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება; გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ცოდნისა გაძლიერება  რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.
check_circle
2019-11-23
31/12/2019
0
საბაზისო კვლევა მიზნად ისახავს მოახდინოს პროექტამდე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება.  პროექტი "საქართველოს ბავშვთა კეთილდღეობის და დაცვის სისტემის გაძლიერება" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას World Vision საქართველო ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან პარტნიორობით.   შესწავლის ამოცანებია: ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის შეფასება; არსებული კოორდინაციის მექანიზმების შეფასება; არარეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების მოკვლევა
check_circle
2019-11-23
31/12/2019
0
პროექტის მიზანია ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება,  უკეთესი  და საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება, ინკლუზიური თანამშრომლობით და ადგილობრივ თვითმართველობასთან დიალოგის გზით. ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თემის  საჭიროებათა შეფასება/თვისებრივი კვლევა;  სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია; სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.
check_circle
2019-11-23
31/12/2019
0
რაოდენობა: 
^